"რატომ არის გულდასაწყვეტი ეს იცით?"
"მე გული მწყდება მაგალითად, რომ როცა ადმინისტრაციის ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელი გამოდის და უკვე ბოლოში, როცა მოგებული პედესტალის იმაზე დგას და მაშინ იძახის, რომ მე ვარ მიკერძოებული, მე ვფიქრობ, ეს არასამართლიანია... რატომ არის გულდასაწყვეტი ეს იცით?
ნებისმიერი სამსახურის ხელმძღვანელი, თუ შენ გგონია, რომ შეიძლება მიკერძოებული გახდე, რომ არ გამოიყენო რაიმე ადმინისტრაციული რესურსი, მაშინ უნდა დატოვო დროებით მაინც თანამდებობა და გადააბარო სხვას იმიტომ, რომ სხვა ადგილობრივ ეკლესიებში ასეთი გამოცდილებაც კი არსებობს, რომ როცა რომელიმე მოსაყდრე თავის კანდიდატურას აყენებს, ის გადადგება და უთმობს სხვა მოსაყდრეს ამ ორგანიზების და არჩევნების ჩატარების უფლებას, რომ სამართლიანი იყოს პროცესები" - მეუფე გიორგი ჯამდელიანი TV პირველის ეთერში.
"ველოდებით, რომ ხმათა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება მეუფე შიოს სასარგებლოდ, იმედიანად ვართ ამ მხრივ. მე მაპატიოს ყველამ, მიკერძოებული ვარ, რა თქმა უნდა" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე TV იმედის ეთერში.