"ყველასთან დიდი ბოდიში, მაგრამ "კაბალახის" (ასტროარქეოლოგიური) მოძღვრების იმედზე ვერ დავტოვებთ ქვეყანას"
"მოკლედ რომ ვთქვათ, არანაირი რეფორმა, დეფორმა, მიზანი, საშუალება, არგუმენტი, ფაქტი, ღირებულება, ტრადიცია - არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება განხილულ იქნეს იმის საფუძვლად, რომ ილიას უნივერსიტეტს პროგრამების 90%-ზე მეტი გაუუქმონ-წაართვან-წაგლიჯონ.
არ არსებობს მომავლის სცენარი, რომელშიც პროფესორები, სტუდენტები, თანამშრომლები ამას შევეგუებით. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არც საზოგადოება დათმობს ინსტიტუტს, რომელმაც აჩვენა პლურალობისა და პლურალიზმის ჯერ-ჯერობით ერთადერთი ფუნქციონალური სივრცე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
ჰო, ეს არაა მხოლოდ სწავლება და კვლევა, რომელსაც - მიზერული სახელმწიფო დაფინანსების პირობებში - ბევრად უკეთ ვართმევთ თავს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ახერხებენ ამას.
სწორედ კვლევისა და სწავლების გამო ეს ასევე არის კულტურული და საზოგადოებრივი სივრცე, რომლის დანგრევაც ამ საზოგადოების ქსოვილს უზარმაზარ ზიანს მიაყენებს.
ყველასთან დიდი ბოდიში, მაგრამ "კაბალახის" (ასტროარქეოლოგიური) მოძღვრების იმედზე ვერ დავტოვებთ ქვეყანას" - წერს პროფესორი გიგა ზედანია სოციალურ ქსელში.