"ყველაფერი, რაც უკრაინელებმა თავის დასაცავად ისწავლეს, შეიძლება გახდეს უსაფრთხოების გლობალური საფუძველი"
"ახლა ჩვენი გუნდი, სამხედროები და რუსტემ უმეროვი, ყურის რეგიონისკენ მიემართება, სადაც ბიჭებს შეუძლიათ დაეხმარონ სიცოცხლის დაცვასა და ვითარების სტაბილიზაციას. ვხედავთ, ახლა ირანის მხრიდან დარტყმებისა და მთელი ამ ომის გამი, რომელიც შეიძლება გაიწელოს, რა გამოწვევები არსებობს. ფაქტობრივად, ირანის რეჟიმმა დაბლოკა ჰორმუზის სრუტე, ეს კი მსოფლიო ბაზარზე ნავთობისა და გაზის მიწოდების ერთ-ერთი ძირითადი გზაა. ეს არის მნიშვნელოვანი დესტაბილიზაცია. მსოფლიოში ჯერჯერობით არავის შეუძლია თქვას, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სიცოცხლის დაცვამ რეალურად რაც შეიძლება მალე დაიწყოს მუშაობა. სტაბილურობა ჩვენც გვჭირდება.
საჭიროა, რომ მათ, ვინც ახლა უკრაინას მიმართავს მხარდაჭერისთვის, კვლავაც განაგრძონ ჩვენი თავდაცვის, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი საჰაერო თავდაცვის დახმარება. შეერთებულ შტატებს დრონების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ გასულ წელს შევთავაზეთ. ეს სწორი პერსპექტივაა - იყვნენ ჩვენთან ერთად დრონების წარმოებასა და გამოყენებაში. ახლა ყველა ხედავს, რომ ამ პერსპექტივის ალტერნატივა არ არსებობს. უკრაინას დამრტყმელ დრონებთან დაპირისპირებაში მსოფლიოში უდიდესი გამოცდილება აქვს და ჩვენი გამოცდილების გარეშე ყურის რეგიონს, მთელ ახლო აღმოსავლეთს, პარტნიორებს ევროპასა და ამერიკაში ძლიერი თავდაცვა ძალიან გაუჭირდება. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ მათ, ვინც გვეხმარება ჩვენ, ეხმარება უკრაინას.
რუსტემ უმიეროვი ჩვენს სამხედროებთან, დაზვერვასთან, თავდაცვის სამინისტროსთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად მოამზადებს კონკრეტულ შეთანხმებებს. უკრაინა უსაფრთხოების საიმედო დონორია, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი უსაფრთხოების - ეს ჩვენი ეკონომიკური პერსპექტივაცაა. დაცვა უკრაინისთვის, თანამშრომლობა პარტნიორებთან, განვითარება უკრაინული წარმოებებისთვის. ყველაფერი, რაც უკრაინელებმა თავის დასაცავად ისწავლეს, შეიძლება გახდეს უსაფრთხოების გლობალური საფუძველი - დაცული ცხოვრების გლობალური საფუძველი.“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.