ყაველაშვილი: "ჩვენ გვყავს პრემიერი, რომელიც ძალიან დიდი გულშემატკივარია სპორტის"
"ჩვენ ვხედავთ წლიდან წლამდე როგორ უმჯობესდება ჩვენი სპორტული შედეგები და მართლაც ენით აღუწერელია ის სტატისტიკა, რომელსაც ამ ბოლო წლებში მივაღწიეთ.
ეს უდიდესი შრომის ხარჯზე, ჩვენი სპორტსმენების თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე არის მიღწეული, მაგრამ, ჩემო ძვირფასებო, ყველამ კარგად ვიცით, რომ არა სახელმწიფოს განსაკუთრებული როლი, მიზანმიმართული ქმედება სპორტის დახმარების, რა თქმა უნდა, ეს შედეგები ვერ იქნებოდა და ამითაც განებივრებულები ვართ, რომ ჩვენ გვყავს პრემიერი, რომელიც ძალიან დიდი გულშემატკივარია სპორტის - ესეც ფუფუნებაა" - მიხეილ ყაველაშვილი.