"პუტინსა და კიმ ჩენ ინს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა არის მომავლის მშენებლობის გარანტი, ყველაზე რთულ დროს"
"ვლადიმერ პუტინსა და კიმ ჩენ ინს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა არის მომავლის მშენებლობის გარანტი, ყველაზე რთულ დროს" - რუსეთის დუმის თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინი, რომელი ჩრდილოეთ კორეაში იმყოფება.
იგი ფხენიანში კიმ ჩენ ინს შეხვდა და "კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის" სახელმწიფო საქმეთა თავმჯდომარედ ხელახლა არჩევა მიულოცა.
გავრცელებული ცნობებით, პუტინმა მას ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან წერილი გაატანა, რომელშიც ის მადლობას უხდის ჩრდილოეთ კორეას "კურსკის ოლქის გათავისუფლებაში გაწეული დახმარებისთვის".