„პუტინს „ძალის“ ჩვენება სურდა, მაგრამ მხოლოდ საკუთარი სისუსტე დაადასტურა"

„პუტინს „ძალის“ ჩვენება სურდა, მაგრამ მხოლოდ საკუთარი სისუსტე დაადასტურა"

„პუტინს „ძალის“ ჩვენება სურდა, მაგრამ მხოლოდ საკუთარი სისუსტე დაადასტურა.

გასულ ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა განახორციელა დაახლოებით 600 დრონის, მრავალი ათეული ბალისტიკური, აერობალისტიკური და ფრთოსანი რაკეტის, ასევე საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტის (IRBM) იმიტატორის გამოყენებით.

თავდასხმის ქვეშ მოჰყვა ასევე ჩერკასის, ხარკოვის, კროპივნიცკის, ოდესის, პოლტავის, სუმისა და ჟიტომირის ოლქები.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სულ მცირე ორი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული, ხოლო მრავალი ათეული დაშავებული. ეს ციფრები შესაძლოა გაიზარდოს. დაზიანდა უამრავი საცხოვრებელი სახლი.

ბრძოლის ველზე რუსეთის უუნარობის გამო პუტინი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორს მიმართავს

ეს დარტყმა, სავარაუდოდ, შიდა აუდიტორიისთვის „ძალის“ დემონსტრირებისთვის იყო გამიზნული, თუმცა ამის ნაცვლად მან მხოლოდ პუტინის სისუსტე დაადასტურა. თვით რუსებიც კი ხედავენ, რომ ის ხელმოცარულია.

მისი „სპეციალური ოპერაცია“ ვერანაირ შედეგს ვერ აღწევს. დანაკარგები უზარმაზარია, მაგრამ მიღწეული არ არის არცერთი დასახული მიზანი - გარდა იმისა, რომ რუსეთში უსაფრთხო ადგილი აღარ დარჩა, რადგან უკრაინა სულ უფრო აძლიერებს თავის სპეციალურ, შორ მანძილზე მოქმედ სანქციებს.

ჩვენს მოკავშირეებს მინდა ვუთხრა შემდეგი: დროა გავაორმაგოთ უკრაინის მხარდაჭერა და არავითარ შემთხვევაში არ დავიხიოთ უკან, ასევე გავზარდოთ ზეწოლა რუსულ რეჟიმზე.

ჩვენ ვითხოვთ დამატებით თავდაცვით შესაძლებლობებს, მათ შორის ჩვენი ცის დასაცავად; ინვესტიციებს ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიაში; რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას, მათ შორის რუსი მებრძოლებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვას და გაყინული აქტივების სრულად გამოყენებას; ასევე მტკიცე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და სხვა ნაბიჯებს.

მსოფლიოს აქვს გავლენის ბერკეტები. საჭიროა მათი სწორად გამოყენება, რათა მოსკოვს ვუჩვენოთ, რომ მსგავს დარტყმებს არანაირი შედეგი არ მოჰყვება და ვაიძულოთ რუსეთი, დაასრულოს ეს ომი.“ - წერს სოციალურ ქსელში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა.