„პროტესტის მონაწილეებმა თეირანში ისლამური რესპუბლიკის ემბლემა ჩამოაგდეს“
„პროტესტის მონაწილეებმა თეირანში ისლამური რესპუბლიკის ემბლემა ჩამოაგდეს“ - ინფორმაციას ამის შესახებ Telegram-არხები ავრცელებენ.
ამავე დროს, ირანში, უკვე მეორე კვირაა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მასშტაბური გამოსვლები ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და ინფლაციის ფონზე დაიწყო, რამაც ქვეყანაში ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 44-მდე ადამიანი, მათ შორის 9 არასრულწლოვანი და დაკავებულია 2 000-ზე მეტი დემონსტრანტი.