"პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული ხ.ჩ. დააკავეს"

"პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული ხ.ჩ. დააკავეს"

11-11-2025 Views 117

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული ხ.ჩ. დააკავეს.

დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული ფოთში მდებარე მის დროებით მფლობელობაში არსებული სასტუმროს ფართს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ ქალებს პროსტიტუციისათვის გადასცემდა.

გამოძიება პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს" - შინაგან საქმეთა სამინისტრო.