პროკურორის განცხადებით, რომეო მიქაუტაძე ბიზნესს "ჩატებით" მართავდა

პროკურორის განცხადებით, რომეო მიქაუტაძე ბიზნესს "ჩატებით" მართავდა

"სპეციალური ჩატები ჰქონდა რომეო მიქაუტაძეს შექმნილი, რომელიც ეხებოდა სხვადასხვა კერძო კომპანიებს და ზუსტად ამ ჩატებითაც დგინდება, რომ ის მონაწილეობდა ამ კომპანიების მართვაში.

შესაბამისი სახელები ჰქონდა ამ ჩატებს დარქმეული რა კომპანიებთანაც იყო დაკავშირებული ჩატი, მონაწილეობდნენ სხვადასხვა პირები, მეწილეები ამ ჩატებში და რომეო მიქაუტაძე როგორც საჯარო მოხელე იყო ჩართული ამ საქმეში და მართვაში მონაწილეობდა, ჩანს ამ ჩატებიდან.

ეს ჩატები მოიცავს იმ წლებს, როდესაც მუშაობდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ, თბილსერვისჯგუფში და სხვა საჯარო სამსახურში…“ - ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნის, პატიმრობაში მყოფი რომეო მიქაუტაძის საქმის პროკურორი.

ამ ჩატებით გარდა იმისა, რომ ბრალდების მხარე ცდილობს რაღაც ფონი შექმნას, არაფერი არ დასტურდება. ამ მტკიცებულებების ავთენტურობასთანაც გვაქვს შეკითხვები. დაიკითხა მოწმე, რომელიც თითქოს იყო ამ კომუნიკაციის ერთ-ერთი მხარე და რომელსაც პროკურორმა არ დაუსვა შეკითხვები, ადასტურებს თუ არა კონკრეტულად ამ მიმოწერებს" - მიქაუტაძის ადვოკატ.