"პროკურატურა ზვიგენების დამცველადაა გადაქცეული" - მიხეილ სააკაშვილი

"პროკურატურა ზვიგენების დამცველადაა გადაქცეული" - მიხეილ სააკაშვილი

07-11-2025 Views 134

"თქვენ ალბათ საკუთარი ნებით საკუთარ განაჩენს წერთ, რომელიც მალე გადავა აღსრულების ეტაპზე. მეცოდებით გულწრფელად, რადგან აირჩიეთ ღალატის გზა, ნაგავში ჩაფლობის... დიქტატურა დასრულდება.

ისტორიამ მე გამამართლა და მომავალშიც გამამართლებს. მასკარადი ხართ, იაფფასიანი ზვიგენების დამცველი კაცის. პროკურატურა ზვიგენების დამცველადაა გადაქცეული.

მინდა მოვიკითხო ზვიგენი და როცა ქვეყანა გათავისუფლდება, ატლანტიკაში დავაბრუნებ მასაც" - განაცხადა საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მიმდინარე პროცესზე კლინიკა ვივამედიდან დისტანციურად ჩართვისას.