
პრაღაში, პასუხისმგებლობისა და სიმამაცისთვის მზია ამაღლობელს „ფორუმ 2000-ის“ საერთაშორისო ჯილდო გადაეცა
„წელს „ფორუმ 2000-ის“ საერთაშორისო ჯილდო სიმამაცისა და პასუხისმგებლობისთვის გადაეცემა საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობას და მის სიმბოლოს, მზია ამაღლობელს, პატივსაცემ ჟურნალისტს და დამოუკიდებელი მედია პლატფორმების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორსა და დამფუძნებელს“ — ვკითხულობთ „ფორუმ 2000-ის“ ოფიციალურ საიტზე.