პირველი, ჰუმანიტარული შედეგი: მოხდება ტყვეების გათავისუფლება და ამ ომის დაწყების შემდეგ ტყვეთა ყველაზე მასშტაბური გაცვლის იმედი გვაქვს
"კვირის განმავლობაში გამართული ყველა განხილვის შემდეგ ირლანდიაში სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შევხვდი. პირველი, ჰუმანიტარული შედეგი: მოხდება ტყვეების გათავისუფლება და ამ ომის დაწყების შემდეგ ტყვეთა ყველაზე მასშტაბური გაცვლის იმედი გვაქვს. მეორე, დიპლომატიურ პროცესში აქტიურად ვრთავთ უფრო მეტ ევროპელ წარმომადგენელს, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან მონაწილეობა მათ თანაბარ პირობებში შეძლონ. უკრაინა ყოველთვის იცავს მთელი ევროპის ინტერესებს. მესამე, ვემზადებით შემდგომი მრავალმხრივი შეხვედრებისთვის. დიპლომატია კვლავაც აქტიური იქნება.
მადლობა ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას. მადლობა სტივსა და ჯარედს ინტენსიური კომუნიკაციისთვის. მადლობა ირლანდიას ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ბრწყინვალედ ორგანიზებისა და მოლაპარაკებებისთვის პლატფორმის უზრუნველყოფისთვის" წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.