„პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით, თქვენ, ვინც პატრიარქის სახელის უკან იმალებით" - ზურაბიშვილი

„პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით, თქვენ, ვინც პატრიარქის სახელის უკან იმალებით" - ზურაბიშვილი

30-10-2025 Views 116

„პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით, თქვენ, ვინც პატრიარქის სახელის უკან იმალებით და გსურთ თქვენი გადაწყვეტილების სიმძიმე მას დააკისროთ, თუმცა მართალი სიტყვისა და თავისუფლების ჩახშობა არ გამოგივათ. საქართველოს ეკლესიამ ასეთს და მეტსაც გაუძლო და კიდევ გაუძლებს!”, - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ გამოაქვეყნა პატრიარქის ხელმოწერილი ბრძანება. დოკუმენტის თანახმად, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან გათავისუფლდა. იგი, საეკლესიო ბრძანების თანახმად, წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად განწესდა.