"პაპი შეიძლება ამ საკითხში არ მეთანხმებოდეს..."

"პაპი შეიძლება ამ საკითხში არ მეთანხმებოდეს..."

"მე მინდა, რომ მან [რომის პაპმა] სახარება იქადაგოს. მე სრულად ვემხრობი სახარებას. თუმცა, ისიც ვიცი, რომ არ შეიძლება, მისცე უფლება გარკვეულ ქვეყანას, რომელიც ძალიან ბოროტია, ფლობდეს ბირთვულ იარაღს. ეს იარაღი რომ ჰქონდეთ, გამოიყენებდნენ კიდეც. ვფიქრობ, მას ძალიან სწრაფად გამოიყენებდნენ და მილიონობით ადამიანს დახოცავდნენ.

პაპი შეიძლება ამ საკითხში არ მეთანხმებოდეს, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გვაქვს ამაზე განსხვავებული აზრის ქონის უფლება. მე სრულად ვემხრობი სახარებას. იმაზე მეტად ვარ მასზე ორიენტირებული, რამდენადაც ეს საერთოდ შესაძლებელია“ - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.

მან უპასუხა Fox News-ის ჟურნალისტის შეკითხვას: "ეპისკოპოსთა ჯგუფმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ რომის პაპი მხოლოდ საკუთარ აზრს კი არ გამოთქვამს, არამედ სახარებას ქადაგებს. რას ეტყოდით მათ, ვინც ასე ფიქრობს?"