"ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა 2022-2024 წლებში სახელმწიფოს მოტყუებით მიაყენეს 4 მილიონამდე ლარის ქონებრივი ზიანი“ - პროკურატურა

"ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა 2022-2024 წლებში სახელმწიფოს მოტყუებით მიაყენეს 4 მილიონამდე ლარის ქონებრივი ზიანი“ - პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ, მოტყუებით სახელმწიფოს დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ორგანიზებული ჯგუფის რვა წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, 2022 წლიდან ჩამოაყალიბეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი.

ბრალდებულებმა ეტაპობრივად დააფუძნეს სხვადასხვა იურიდიული პირები, რომელთა მეშვეობითაც

ახორციელებდნენ ხეტყის შეძენას და მის შემდგომ რეალიზაციას.

სამეწარმეო საქმიანობის პროცესში, მეტი სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულები სისტემატურად არღვევდნენ კანონმდებლობით დადგენილ საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოების სპეციალური წესს, საგადასახადო ორგანოში წარდგენილ დეკლარაციებს მუდმივად აზუსტებდნენ ყალბი მონაცემების შეტანით, რის საფუძველზეც არ იხდიდნენ კუთვნილ საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადებს.

აღნიშნული ხერხით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა 2022-2024 წლებში სახელმწიფოს მოტყუებით მიაყენეს 4 მილიონამდე ლარის ქონებრივი ზიანი.“ - პროკურატურა.