"ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს მას შემდეგ, რაც ის იქნება საქართველოში და თავისუფლებაზე"

"ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს მას შემდეგ, რაც ის იქნება საქართველოში და თავისუფლებაზე"

25-11-2025 Views 31

"ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს მას შემდეგ, რაც ის იქნება საქართველოში და თავისუფლებაზე. ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ მომავალ თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო გარემოში თუნდაც, სააკაშვილი ითამაშებს საკვანძო როლს. დრო გვიჩვენებს, ჩვენ უნდა გვქონდეს შესაბამისი არენა იმისათვის, რომ პოლიტიკური აქტიურობა სხვა ეტაპზე გადავიდეს და სწორედ ამ არენაზე გასასვლელად, მოსამზადებელი სამუშაოების დროს გვეცოდინება თუ რა ფორმატით ვისთან, როგორ, ვინ თანამშრომლობს. [როდის იქნება] ამას დრო გვიჩვენებს, შეიძლება რამდენიმე კვირაშიო ან თვეში.

გასულ წელს [კოალიცია ცვლილებისთვის] ჩვენ წინააღმდეგ მუშაობდა, ჩვენი კონკურენტი იყო ამ არჩევნებში, ენმ-ს ასუსტებდა ეს პოლიტიკური ძალა. აქედან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილს ძალიან უხაროდა, რომ ბევრი ოპოზიციური მოთამაშეა ველზე. ჩვენი მიზანი აქედან გამომდინარე იყო - ოპოზიციის გაერთიანება იმ მომენტისთვის, 2024-ის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომ ერთი ერთზე დასავლეთსა და რუსეთს შორის ჰქონოდა ამომრჩეველს არჩევანის გაკეთების საშუალება. ჩვენ ვიყავით ერთიანი სიის მომხრე, რადგან ბევრი ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგა ამაზე არ დაგვთანხმდა, ყველამ ცალ-ცალკე ვიასპარეზეთ, რამაც ბიძინა ივანიშვილის ამოცანებს ხელი შეუწყო" - ენმ-ის გენერალურ მდივან, პეტრე ცისკარიშვილმა "TV პირველთან".