"ნუ იყიდით მოპარულ უკრაინულ მარცვლეულს. ნუ გახდებით ამ დანაშაულის თანამონაწილე"
"მისასალმებელია ის ფაქტი, რომ გემი „PANORMITIS“, რომელსაც უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკანონოდ გადააქვს მარცვლეული, ისრაელში არ განიტვირთება.
ეს ადასტურებს, რომ უკრაინის სამართლებრივი და დიპლომატიური ქმედებები ეფექტური აღმოჩნდა. ეს ასევე არის მკაფიო სიგნალი ყველა სხვა გემის, კაპიტნის, ოპერატორის, მზღვეველისა და მთავრობისთვის: ნუ იყიდით მოპარულ უკრაინულ მარცვლეულს.
ნუ გახდებით ამ დანაშაულის თანამონაწილე. ჩვენ ვაგრძელებთ კონკრეტულად ამ გემზე თვალყურის დევნებას და ყველას ვაფრთხილებთ მასთან ნებისმიერი ოპერაციის განხორციელებისგან. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ საერთაშორისო სანქციების გაძლიერებას რუსეთის მარცვლეულის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ.“ - პლატფორმა X-ზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა.