"ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც რუსეთთან საქმიან ურთიერთობას აწარმოებს, ძალიან მკაცრი სანქციების ქვეშ მოექცევა" - ტრამპი
აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რესპუბლიკელები ამზადებენ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის სავაჭრო პარტნიორების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გულისხმობს. ამის შესახებ, ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვირას განაცხადა, რომ რესპუბლიკელები მუშაობენ კანონმდებლობაზე, რომელიც სანქციებს დაუწესებს რუსეთთან საქმიანი ურთიერთობების მქონე ნებისმიერ ქვეყანას.
"როგორც იცით, მათ ეს მე შევთავაზე. ასე რომ, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც რუსეთთან საქმიან ურთიერთობას აწარმოებს, ძალიან მკაცრი სანქციების ქვეშ მოექცევა" - აცხადებს ტრამპი.