"ნარატივი, თითქოს NATO რომელიმე ქვეყნის რაიმე სახის ომში ჩათრევას ცდილობს, უბრალოდ არ შეესაბამება არც არსებულ ფაქტებს და არც ალიანსის ისტორიას"
"NATO-ს პარტნიორობა ორმხრივი პროცესია. ვფიქრობ, შემიძლია 32-ვე მოკავშირის სახელით ვთქვა, რომ ჩვენ მზად ვართ და ველოდებით საქართველოს ხელისუფლებისგან სიგნალს, რათა კვლავ გავააქტიუროთ პოლიტიკური დიალოგი. საქართველომ იცის რა არის კრიტერიუმები: კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა, რათა ჩავერთოთ დიალოგში.
პირველ რიგში, მე ვთხოვდი საქართველოს ხელისუფლებას, რომ ყურადღება მიაქციონ ფაქტებს. ეს ნარატივი, თითქოს NATO რომელიმე ქვეყნის რაიმე სახის ომში ჩათრევას ცდილობს, უბრალოდ არ შეესაბამება არც არსებულ ფაქტებს და არც ალიანსის ისტორიას. ჩვენ ფუნდამენტურად თავდაცვითი ორგანიზაცია ვართ. ჩვენი მიზანია ევროპის კონტინენტისა და ჩრდილოეთ ამერიკის დაცვა საფრთხეებისგან. ასე რომ, მოსაზრება, თითქოს ჩვენ სხვა რაიმე დღის წესრიგი გვაქვს, გულწრფელად რომ ვთქვათ, მცდარია და მხოლოდ ჩვენი მოწინააღმდეგეების ნარატივს აძლიერებს. ეს არ ეხმარება NATO-ს, არ ეხმარება საქართველოს და, სიმართლე გითხრათ, არავის ეხმარება" - NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი, კევინ ჰამილტონი.