მზია ამაღლობელი პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელი გახდა

მზია ამაღლობელი პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელი გახდა

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი, ექვს სხვა ჟურნალისტთან ერთად მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელი გახდა.

 

„შვიდი გამორჩეული ჟურნალისტი საქართველოდან, აშშ-დან, ღაზას სექტორიდან, პერუდან, ჰონგ-კონგიდან, უკრაინიდან და ეთიოპიიდან 2025 წლის IPI-IMS-ის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირებად დასახელდა თავისუფალი მედიისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული გამბედაობისა და გამძლეობისთვის.

ბევრმა განიცადა პატიმრობა, რეპრესიები და დაუნდობელი მცდელობები მათი საქმიანობის გასაჩუმებლად, მაგრამ ისინი აგრძელებდნენ რეპორტაჟების მომზადებას შესანიშნავი გამძლეობითა და ჟურნალისტიკისადმი ერთგულებით.

დაჯილდოვებულთაგან ორი, ორივე ქალი, დაიღუპა ომის ზონებიდან მსოფლიოსთვის ახალი ამბების მიწოდებისას. ეს ჯილდო პატივს მიაგებს მათ მემკვიდრეობას.

კიდევ ორი ​​დაჯილდოვებული ამჟამად ციხეშია პრესისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების ფონზე“ - წერია IPI-IMS-ის მიერ გავრცელებულ რელიზში.