"მზად ვარ, დავჯდე და გავმართო დებატები ნებისმიერ თემასთან, მათ შორის განათლების საკითხთან დაკავშირებით"

"მზად ვარ, დავჯდე და გავმართო დებატები ნებისმიერ თემასთან, მათ შორის განათლების საკითხთან დაკავშირებით"

„განათლების რეფორმა რომ ავიღოთ, სიამოვნებით, მიზანმიმართულად დავჯდებოდი ზუსტად იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს ექსპერტებად მოიხსენიებენ.

შეიძლება, ზოგი ჩემი გადმოსახედიდან იყოს რეალური ექსპერტი, ზოგი – არა, მაგრამ ყველასთან მზად ვარ, დავჯდე და გავმართო დებატები ნებისმიერ თემასთან, მათ შორის განათლების საკითხთან დაკავშირებით. მოვიდნენ ის ადამიანები, რომლებიც, მაგალითად, სოცმედიაში თუ მედიაში ან ნებისმიერ სივრცეში მწვავედ აკრიტიკებენ ამ რეფორმას, თუნდაც უსაგნოდ.

მოვიდნენ, მზად ვარ დისკუსიისთვის ასეთ ადამიანებთან. ზუსტად ასეთი ფორმით წარმომიდგენია ის დებატები, რომლებიც შეიძლება დაიწყოს მედიასივრცეში. იმ პირობებში, როდესაც, მით უმეტეს, გრძელდება რადიკალების დასუსტების პროცესი, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საზოგადოებაში ჯანსაღი დისკუსიის გაშლისთვის და სწორედ ამას ეძღვნებოდა ინიციატივა, რომლითაც გამოვედით"- განაცხადა კობახიძემ TV იმედთან საუბრისას.