„მტრის მიერ დედაქალაქზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა - 12 წლის ბიჭი და 35 წლის ქალი“, - კლიჩკო

„მტრის მიერ დედაქალაქზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა - 12 წლის ბიჭი და 35 წლის ქალი“, - კლიჩკო

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა კიევს რაკეტებით დაარტყა, რის შედეგადაც ერთი ბავშვი და ერთი ქალი დაიღუპა.

„მტრის მიერ დედაქალაქზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა - 12 წლის ბიჭი და 35 წლის ქალი“, - კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო.

ხოლო, კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ტიმურ ტკაჩენკო აცხადებს, რომ დარტყმის შედეგად დაშავებულია 18 ადამიანი.