"მშვიდობისთვის ზეწოლა არა უკრაინაზე, არამედ რუსეთზე უნდა მოხდეს - ის ერთადერთი მიზეზია, რის გამოც ეს ომი გრძელდება"
"რუსები მთელ მსოფლიოში ავრცელებენ ნარატივს, თითქოს უკრაინას თავდაცვა არ შეუძლია. ისინი ამბობენ, რომ უკრაინელ მეომრებს თავის დაცვა არ შეუძლიათ. უკრაინის არმიის, ჩვენი სპეცრაზმის ყოველდღიური საბრძოლო შედეგები და ღრმა დარტყმები - ეს ყველაფერი იმის დასტურია, რომ უკრაინას შეუძლია თავისი ინტერესების დაცვა.
ახლა ყოველი განადგურებული რუსი ოკუპანტი, უკრაინისთვის ჩვენი გაცვლითი ფონდის ყოველი შევსება, უკრაინელების მიერ მოგერიებული რუსული თავდასხმა, განადგურებული რუსული ტექნიკის ყოველი ნაწილი, ჩვენს მიერ განხორციელებული ყველა ღრმა დარტყმა - ეს ყველაფერი არგუმენტებია, რომლებიც აჩვენებს, რომ ღირს უკრაინის გვერდით დგომა, ღირს უკრაინის დახმარება და რომ მშვიდობისთვის ზეწოლა არა უკრაინაზე, არამედ რუსეთზე უნდა მოხდეს - ის ერთადერთი მიზეზია, რის გამოც ეს ომი გრძელდება" - უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.