მშობლების მკვლელობის ბრალდებით დაკავებული რეჟისორის, რობ რაინერის შვილს სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა ემუქრება

მშობლების მკვლელობის ბრალდებით დაკავებული რეჟისორის, რობ რაინერის შვილს სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა ემუქრება

ამერიკული მედიის ცნობით, მშობლების მკვლელობის ბრალდებით დაკავებული რეჟისორის, რობ რაინერის შვილს სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა ემუქრება.

მას პირველი ხარისხის მკვლელობისთვის ბრალი 2 მუხლით წარედგინა. პროკურორის თქმით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, მიიღებენ თუ არა, მისი სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილებას.

ცნობილია, რომ ამერიკელი რეჟისორი რობ რაინერი მეუღლესთან ერთად, მიშელ სინგერ რაინერთან ერთად საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. მათ ცივი იარაღით ჰქონდათ ჭრილობები მიყენებული. მოგვიანებით მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი, რიკ რაინერი დააკავეს.