"მოუწოდებ ლიდერებს, დაუბრუნდნენ დიალოგს და ეძებონ ძალადობის შემცირების გზები
"მითხრეს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ახლახან განაცხადა, რომ მას ომის დასრულება სურს. ვიმედოვნებ, რომ ის გამოსავალს ეძებს. იმედია, ის ეძებს გზებს ძალადობისა და დაბომბვის შესამცირებლად, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იმ სიძულვილის აღმოფხვრაში, რომელიც მუდმივად იზრდება ახლო აღმოსავლეთსა და სხვაგან...
მოუწოდებ ლიდერებს, დაუბრუნდნენ დიალოგს და ეძებონ ძალადობის შემცირების გზები, რათა მშვიდობამ, განსაკუთრებით აღდგომისას, ჩვენს გულებში დაისადგუროს. ეს წლის ყველაზე წმინდა დრო უნდა იყოს. ეს არის მშვიდობისა და ფიქრის დრო. თუმცა, როგორც ყველამ ვიცით, მსოფლიოს ბევრ წერტილში კვლავ ვხედავთ ტანჯვას, სიკვდილს, მათ შორის უდანაშაულო ბავშვების. ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ მშვიდობისკენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრს სურს სიძულვილის, ძალადობისა და ომის წახალისება" - რომის პაპი, ლეო XIV.