"მოსკოვზე ზეწოლა კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მე კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი, რომ სანქციების არანაირი შემსუბუქება არ უნდა მოხდეს"

"მოსკოვზე ზეწოლა კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მე კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი, რომ სანქციების არანაირი შემსუბუქება არ უნდა მოხდეს"

"ჰელსინგბორგში NATO-ს მინისტერიალზე ჩასვლის შემდეგ, შინაარსიანი შეხვედრა გავმართე NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან. გენერალურ მდივანს მივაწოდე ინფორმაცია ბელარუსის მიმართულებიდან უკრაინისა და უფრო ფართოდ, ევროპის მიმართ რუსეთის გაზრდილი საფრთხეების შესახებ. მოსკოვისა და მინსკის რეჟიმების მიერ შეცდომების დაშვების თავიდან ასაცილებლად ძლიერი კოლექტიური შეკავება გვჭირდება.

ჩვენ ასევე განვიხილეთ ბრძოლის ველზე არსებული უახლესი დინამიკა, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის უაღრესად წარმატებული შორ მანძილზე მოქმედი "სანქციები" [დარტყმები] და PURL ინიციატივის შემდგომი განვითარების აუცილებლობა. ასევე ვისაუბრეთ სამშვიდობო ძალისხმევასა და ევროპის როლზე.

დიპლომატიის წინ წასაწევად მოსკოვზე ზეწოლა კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მე კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი, რომ სანქციების არანაირი შემსუბუქება არ უნდა მოხდეს. მადლობა გადავუხადე გენერალურ მდივანს NATO-ს გაძლიერების საქმეში მისი გამორჩეული მუშაობისა და უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის" - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა X-ზე.