მოსკოვის ოლქის ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული დრონების საფრთხის შესახებ საგანგებო გაფრთხილება გაავრცელა
2 ივნისის საღამოს, მოსკოვის ოლქის ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული დრონების საფრთხის შესახებ საგანგებო გაფრთხილება გაავრცელა. ეს არის მსგავსი განგაშის ოფიციალურად გამოცხადების პირველი შემთხვევა.
შეტყობინება საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და ლიკვიდაციის რუსეთის ერთიანი სახელმწიფო სისტემის ოფიციალური არხის საშუალებით გავრცელდა.