"მოსაწვევი არ გაუგზავნიათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის" - იოზვიაკი

"მოსაწვევი არ გაუგზავნიათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის" - იოზვიაკი

23-09-2025 Views 193

„საგარეო საქმეთა მინისტრები ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიდან მიწვეული არიან 20 ოქტომბერს ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა მინისტერიალზე. მოსაწვევი არ გაუგზავნიათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის.

თუმცა, ქვეყანა მინისტერიალზე ელჩის დონეზე იქნება წარმოდგენილი“ - წერს რადიო „თავისუფლების“ ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი, რიკარდ იოზვიაკი.