მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმირ პლახატნიუკს მილიარდი დოლარის მოპარვისთვის 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
მოლდოვის მედიის ინფორმაციით, მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმირ პლახატნიუკს მილიარდი დოლარის მოპარვისთვის 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პლახატნიუკი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია.
მოლდოვური მედიის ინფორმაციით, 22 აპრილს სასამართლომ ვლადიმირ პლახატნიუკი დამნაშავედ ცნო სამი მოლდოვური ბანკიდან მილიარდის მოპარვაში თანამონაწილეობისთვის.
გამოძიების განცხადებით, პლახატნიუკმა კონტროლირებადი კომპანიების მეშვეობით მოპარული თანხებიდან 39 მლნ დოლარი და 3,5 მლნ ევრო მიიღო.