„მივიღე ღრმად შემაშფოთებელი ცნობა..." - ვროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი პინა პიჩერნოს განცხადება

„მივიღე ღრმად შემაშფოთებელი ცნობა..." - ვროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი პინა პიჩერნოს განცხადება

27-10-2025 Views 121

„მივიღე ღრმად შემაშფოთებელი ცნობა, რომ საქართველოში დაპატიმრებული ჟურნალისტისა და სახაროვის პრემიის გამარჯვებულის, მზია ამაღლობელის მხედველობა დრამატულად გაუარესდა: დღეისთვის მას ერთ თვალში მხოლოდ 1% მხედველობა აქვს, ხოლო მეორეში,10%.

პენიტენციური სისტემის მიერ ჩატარებული გამოკვლევები ადასტურებს შეუქცევად გაუარესებას.

სასწრაფოდ მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლონ იგი, სანამ ძალიან გვიანი არ იქნება უცხოეთში სპეციალიზებული მკურნალობით მისი მხედველობის გადარჩენის მცდელობა“, - აცხადებს X-ზე, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი პინა პიჩერნო.