 
                        "მის მიმართ სს დევნის დაწყება, დაკავშირებულია არა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან, არამედ, შიდა გარჩევებთან... ლილუაშვილს უახლოვდებიან" - გიორგი კაპანაძე
„ვლადიმერ ხუნდაძე იყო ლილუაშვილის კადრი. შემოსავლების სამსახურში კურირებდა საბაჟოს. მათ შორის ე.წ დღგ-ების 600 მილიონიანი სქემების დროსაც. არაერთი გამოძიება გვაქვს გაკეთებული, სადაც იგი ფიგურირებდა.
თუმცა, ახლა, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, დაკავშირებულია არა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან, არამედ, შიდა გარჩევებთან. აშკარაა, რომ ლილუაშვილს უახლოვდებიან…“ - წერს სოციალურ ქსელში ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრი, იურისტი გიორგი კაპანაძე, რითაც შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ეხმაურება.