"მიდიოდა მიზანმიმართული, შიდა საეკლესიო სივრცეში მეუფე იობის მიმართ ერთგვარი დისკრედიტაცია, რომ თითქოს ის ცრუობს და დიპლომი არ აქვს"
"საერთოდ, ამ საკითხის გახმაურებას ჩვენ არ ვაპირებდით. გვინდოდა, რომ ზედმეტი მღელვარება არ შეგვეტანა საზოგადოებაში და საეკლესიო წრეებში. თუმცა, მიდიოდა მიზანმიმართული, შიდა საეკლესიო სივრცეში მეუფე იობის მიმართ ერთგვარი დისკრედიტაცია, რომ თითქოს ის ცრუობს და დიპლომი არ აქვს" - მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი ჯამდელიანი TV ფორმულასთან.
მანამდე მეუფე გიორგი ჯამდელიანმა TV პირველის ეთერში თქვა, რომ "საეპისკოპოსო რეზიდენციიდან დაიკარგა მეუფე იობის დიპლომი... დიდი ალბათობით, მოპარულია".
მისი ამ განცხადების შემდეგ კი, მეუფე ზოსიმემ, რომელიც მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი გახლდათ, ხელმოწერით დაამოწმა, რომ თავის დროზე მღვდელ-მონაზონ იობ აქიაშვილზე მის მიერ გაიცა დიპლომი.