„მეუფე შიო და ის მონაწილე საღვმდელოება, რომელიც იმ კომისიაშია, გვიცხადებენ: თქვენ ხართ მონები, ჩვენ ვართ მეფეები" - მამა ილია (თოლორაია)

„მეუფე შიო და ის მონაწილე საღვმდელოება, რომელიც იმ კომისიაშია, გვიცხადებენ: თქვენ ხართ მონები, ჩვენ ვართ მეფეები" - მამა ილია (თოლორაია)

29-10-2025 Views 59

„მეუფე შიო და ის მონაწილე საღვმდელოება, რომელიც იმ კომისიაშია, გვიცხადებენ: თქვენ ხართ მონები, ჩვენ ვართ მეფეები, რასაც გეტყვით იმას გააკეთებთ, ჩვენ გვაქვს ძალაუფლება და მოგერებით.

ჩემი პასუხი იქნება - ჩვენ არასდროს ვიქნებით თქვენი მონები, არც მეუფე შიოსი, არც მამა მიქაელ ბოტკოველის, არც ანდრია ჯაღმაიძის. თუ ისინი მართალს იტყვიან, თუ ისინი სიმართლეს იტყვიან, კი ბატონო, როგორ არა, მონაც ვიქნები და მსახურიც. სიმართლის მონა და მსახური ყოველთვის ვიქნები“ - მამა ილია (თოლორაია), სამების ტაძრის არქიმანდრიტი.