"მესამე კვირაა ციხეში არც კუთვნილ პაემანს მინიშნავენ, არც ბლოკნოტი და კალამი შემოდის" - ზვიად რატიანი

"მესამე კვირაა ციხეში არც კუთვნილ პაემანს მინიშნავენ, არც ბლოკნოტი და კალამი შემოდის" - ზვიად რატიანი

02-10-2025 Views 113

"მესამე კვირაა ციხეში არც კუთვნილ პაემანს მინიშნავენ, არც ბლოკნოტი და კალამი შემოდის, ვერც ციხის მაღაზიაში ვყიდულობ. არ მაქვს ხმის მიწვდენის საშუალება. საეჭვოდ დაემთხვა ახალი დირექტორის დანიშვნა" - განაცხადა პოეტმა ზვიად რატიანმა დღეს, სასამართლო პროცესზე.

პოეტს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლს ედავება, რაც პოლიციაზე თავდასხმას გულისხმობს. პოეტს 4-დან 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბრალდებას არ ეთანხმება რატიანი. მისი ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებულის ქმედებას არ მიუღწევია სისხლის სამართლის აღნიშნული მუხლის შემადგენლობამდე და ბრალდება სუბიექტურ აღქმებს ეყრდნობა.

განაჩენი კი 9 ოქტომბერს 17:00-ზე გამოცხადდება.