მერცი: განვიხილეთ სამი დიდი თემა, რომელიც ახლა ყველაზე მეტად გვაწუხებს

მერცი: განვიხილეთ სამი დიდი თემა, რომელიც ახლა ყველაზე მეტად გვაწუხებს

06-06-2025 Views 86

„არავითარი ეჭვები არ მაქვს, რომ ამერიკის მთავრობა ნატო-ს ერთგულია“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა, ტრამპთან შეხვედრის კომენტირებისას.

აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან პირადი დიალოგის შესახებ საუბრისას მერცმა განაცხადა:

„კითხვა ასეთი იყო: აპირებს თუ არა, ტრამპი ნატო-ს დატოვებას - ამის პერიფრაზს გავაკეთებ - და პასუხი იყო სრულიად მკაფიო „არა“. არავითარი მომდევნო კომენტარები არ იყო, მოგვიანებით სადილის დროსაც კი.

რა თქმა უნდა, დეტალურად განვიხილეთ სამი დიდი თემა, რომელიც ახლა ყველაზე მეტად გვაწუხებს: ომი უკრაინაში, სავაჭრო პოლიტიკა და ნატო-ს მომავალი“, - განაცხადა მერცმა.