"მეხანძრე-მაშველებმა ერთობლივი ძალებით გორში, მდინარე მეჯუდის სიახლოვეს, ხევში ჩავარდნილი ძაღლი გადაარჩინეს"
"ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, სააგენტოს სწრაფი რეაგირების ბრიგადამ და მეხანძრე-მაშველებმა ერთობლივი ძალებით გორში, მდინარე მეჯუდის სიახლოვეს, ხევში ჩავარდნილი ძაღლი გადაარჩინეს.
განსაკუთრებული მადლობა ზარის ინიციატორს, რომელმაც არ ჩაუარა გულგრილად ამ პატარა სიცოცხლის გასაჭირს და დროულად მოგვმართა. ასევე, მადლობას ვუხდით მეხანძრე-მაშველებს ოპერატიული და პროფესიონალური თანამშრომლობისთვის.
ძაღლი გადმოყვანილია სააგენტოში. მას უახლოეს დღეებში ჩაუტარდება ყველა საჭირო პროცედურა.
შემდეგ კი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყება - შევეცდებით, ვუპოვოთ მზრუნველი ოჯახი.
თითოეული გადარჩენილი სიცოცხლის უკან დგას ადამიანური სიკეთე, თანადგომა და პასუხისმგებლობა. სწორედ ამიტომ, თუ ცხოველი გასაჭირში დაინახეთ, ნუ დარჩებით გულგრილები" - მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტო.