მეფე ჩარლზმა უმცროს ძმას სამეფო ტიტულები ჩამოართვა

მეფე ჩარლზმა უმცროს ძმას სამეფო ტიტულები ჩამოართვა

31-10-2025 Views 111

გაერთიანებული სამეფოს მეფემ, ჩარლზ III-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკუთარ უმცროს ძმას, პრინც ენდრიუს ყველა წოდება ჩამოართვას და უინდზორის სამეფო რეზიდენციიდან გაასახლოს. მეფე ჩარლზის სახელით, გუშინ, ოფიციალური განცხადება გავრცელდა, სადაც საუბარია იმაზე, რომ პრინც ენდრიუს წოდებასთან ერთად სამეფო ლოჟაში ადგილიც ჩამოართვეს.

დიდი ბრიტანეთის მეფის ეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, დაკავშირებულია პრინც ენდრიუს პირად კავშირებთან ჯეფრი ეპსტინსა და მის მიერ არასრულწლოვანების პროსტიტუციაში ჩაბმასთან.

გამოცემა წერს, რომ პრინცმა უკვე მიიღო ოფიციალური წერილობითი მოთხოვნა, დატოვოს მისი მიმდინარე რეზიდენცია და გადავიდეს კერძო საცხოვრებელში.