"მე ავირჩიე მოლაპარაკება, ვიმედოვნებ, ჩვენ შევძლებთ ლიბანის გადარჩენას“ - ლიბანის პრეზიდენტი ჯოზეფ აუნი

"მე ავირჩიე მოლაპარაკება, ვიმედოვნებ, ჩვენ შევძლებთ ლიბანის გადარჩენას“ - ლიბანის პრეზიდენტი ჯოზეფ აუნი

„ლიბანი ორი ვარიანტის წინაშე დგას: ან ომის გაგრძელება თავისი ყველა ჰუმანიტარული, სოციალური, ეკონომიკური და სუვერენიტეტთან დაკავშირებული შედეგებით, ან მოლაპარაკებები ამ ომის დასასრულებლად და მდგრადი სტაბილურობის მისაღწევად.

მე ავირჩიე მოლაპარაკება, ვიმედოვნებ, ჩვენ შევძლებთ ლიბანის გადარჩენას“ - აცხადებს ლიბანის პრეზიდენტი ჯოზეფ აუნი.

მისი განცხადებით, მოლაპარაკებების მიზანია ის, რომ ისრაელმა ლიბანში ოპერაცია შეწყვიტოს. აუნის თქმით, ლიბანის ამ მიზნებს, სატელეფონო საუბრისას მხარდაჭერა აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმაც გამოუცხადა.