"მამედოვის შეკვეთითა და დავალებით, უნდა მოეკლა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრები ერთ-ერთი პირი" - შსს
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კიდევ ერთი წარმატებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს – დაკავებულია 2007 წელს დაბადებული პირი.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტში კომპლექსურად ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულს საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტის, ელმურაზ მამედოვის შეკვეთითა და დავალებით, უნდა მოეკლა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრები ერთ-ერთი პირი, იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელმა ელმურაზ მამედოვს უარი განუცხადა დაშინებით მოთხოვნილი ფულადი თანხის – 200 000 ამერიკული დოლარის გადახდაზე.
ბრალდებულმა დავალება სისრულეში ვერ მოიყვანა, ის სამართალდამცავებმა შეკვეთილი მკვლელობის მომზადების, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს“ - შსს.