"მამაოს ტაძრიდან გაშვების შემდეგ დედა ეფემია, დედები, რომლებიც მას უვლიდნენ, ქუჩაში აღმოჩნდნენ. მამაოს ახლობელმა შეიკედლა"
"მამა დოროთეს დედა, მონაზონი ეფემია, 90 წლისაა. ავადმყოფობს, კვირაში ორჯერ დაჰყავთ დიალიზზე, სჭირდება ჟანგბადი. ცხოვრობდა ქვემო ბეთლემის ტაძარში დედებთან ერთად, სადაც მამა დოროთე იყო წინამძღვარი.
მამაოს ტაძრიდან გაშვების შემდეგ დედა ეფემია, დედები, რომლებიც მას უვლიდნენ, ქუჩაში აღმოჩნდნენ. მამაოს ახლობელმა შეიკედლა ისინი თავის ბინაში.
მამაოს ჩამოართვეს ტაძარი, შეუჩერეს მღვდლობა — რომელიც მისთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო, თავისი პატიოსანი მოღვაწეობით მოპოვებული.
ხელისუფლება მილიონებს უხდის საპატრიარქოს. ბოტკოველისა და ჯაღმაიძის სიმდიდრეებიც მილიონებს სცდება.
მართალი მღვდლის დასჯის სანაცვლოდ მიწებს იღებენ მთავრობისგან, ქრისტეს ყიდიან და შვილებს ამდიდრებენ. მოსაყდრე შიო კი მათ მფარველობს.
ხელისუფლება ამ ჯგუფს ეუბნება: თქვენ მიწებს გჩუქნით, კანონს დაარღვევთ — არ დაგსჯით, მაგრამ ვინც ჩვენ წინააღმდეგ, რუსეთის წინააღმდეგ სიტყვას იტყვის, იმოქმედეთ და დასაჯეთ. მათაც აღასრულეს ეს დავალება, როგორც ვხედავთ.
ჟურნალისტებს კი გაშმაგებით ებრძვიან, ეკლესიის მტრებად აცხადებენ, რადგან ჟურნალისტები მათ ბნელ საქმეებს ააშკარავებენ.
ასეთი ხელისუფლება გვყავს დღეს და ასეთი მოსაყდრე შიო, ჯაღმაიძე, ბოტკოველი... და ესენი მართავენ საპატრიარქოს, ეკლესიას,
რა ვთქვი არასწორი, როცა მოსაყდრე შიოს ეგზარქოსი ვუწოდე?" - წერს არქიმანდრიტი ილია თოლორაია სოციალურ ქსელში.