„მადლობელი ვარ ნიდერლანდების 500 მილიონი ევროს ოდენობის თავდაცვითი პაკეტისთვის"

„მადლობელი ვარ ნიდერლანდების 500 მილიონი ევროს ოდენობის თავდაცვითი პაკეტისთვის"

მადლობელი ვარ ნიდერლანდების 500 მილიონი ევროს ოდენობის თავდაცვითი პაკეტისთვის. კერძოდ: 250 მილიონი ევრო მოხმარდება PURL-ის ინიციატივას, რომელიც გვეხმარება უკრაინის ცის დაცვასა და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში; კიდევ 250 მილიონი ევრო გამოყოფილია დრონებისთვის, რომლებსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვთ ბრძოლის ველზე.

უკრაინაზე, ჩვენს ქალაქებსა და ჩვენს ხალხზე განხორციელებული სასტიკი რუსული დარტყმების შემდეგ ეს მხარდაჭერა ძალიან დროულია და ის ჩვენ დაგვეხმარება. მადლობა, ნიდერლანდებო!“ - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.