ლევან ხაბეიშვილის სიტყვა საკუთარ სასამართლოზე
ლევან ხაბეიშვილის სიტყვა საკუთარ სასამართლოზე:
„სამართალი არ შეიძლება იყოს ადამიანის გასრესაზე, ადამიანის გაჭყლეტაზე...
ჩემი ყველა სიტყვა პარლამენტში იყო მართალი სიტყვა.. მიქაუტაძეზე ვსაუბრობდი და გავიდა წლები და ციხეში ჩასვეს. ეს კაცი კორუმპირებულია...
სადმე წერია, რომ მოძალადე ვარ? სადმე წერია, რომ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შევუქმენი? წარმოუდგენელია პოლიტიკოსს არ მეძლეოდეს საშუალება ჩემი მესიჯები მივიტანო ხალხამდეე...
რომ მოვდიოდი მინდოდა მქონოდა სასამართლო, ბევრი ამბობს, რა აზრი აქვს... ცოტა იმედი მაინც... მინიმალური განცდა სამართლიანობის... რა იმედზეა საუბარი, დაგეგმილი მაქვს ადვოკატთან შეხვედრა. დავტოვე ჩემი ორი ფანჯარა ღია, რომ ნიავი შემოვიდეს...
სად ვიპოვო ადამიანურობა დამანახეთ… დამანახეთ სად არის ეს სამართალი... პროკურორი ამბობს, რომ ხაბეიშვილის მიმალვის საფრთხე არსებობს - ანეგდოტია.
პროკურორი ამბობს, რომ ხაბეიშვილი რამეს გაანადგურებს - რა უნდა გავანადგურო კაცო, ტელევიზორშია ყველაფერი...
მე ვიცი, რომ რაღაც ტექსტი იქნება, უნდა გაგრძელდეს და ერთი სული გაქვთ მორჩეს მე არ მაქვს ერთი სული, მინდა ჩემს საყვარელ ადამიანებს შევხედო...
კაცი [ღარიბაშვილი] თავდაცვის მინისტრი იყო, შს მინისტრი იყო, პრემიერ-მინისტრი ორგზის, იმ კაცის სახლიდან ამოიღეს 15 მილიონი ლარი (შეიძლება ძველი კურსით გადავამრავლე) და მეოცედი დაუწესეს...
მილიონად კაცი გავუშვით გარეთ... დიდი გავლენა აქვს. პრემიერმინისტრი იყო ფულითაც შეუძლია რაღაცის ყიდვა ჰო? პაჩკა-პაჩკა სახლში მიდევს და გაუშვეს...
ვენდეტაზე არ ვსაუბრობ, ადამიანურობა და სამართალი მინდა დაბრუნდეს, უნდა მორბოდნენ სასამართლოში, თქვენი დანახვა უნდა უხაროდეთ იმიტომ, რომ სამართალს იპოვნიან“.
წყარო: რადიო თავისუფლება.