ლენინგრადის ოლქის ქალაქ ვსევოლოჟსკში ინდუსტრიული ზონა იწვის

ლენინგრადის ოლქის ქალაქ ვსევოლოჟსკში ინდუსტრიული ზონა იწვის

რუსეთში, ლენინგრადის ოლქის ქალაქ ვსევოლოჟსკში ინდუსტრიული ზონა იწვის. ინფორმაცია და ამის ამსახველი კადრები ადგილობრივ Telegram-არხებზე ვრცელდება.

ცნობილია, რომ ხანძარი დამხმარე საწყობების ტერიტორიაზეც გაჩნდა. ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები, თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ ეს უკრაინელ დივერსანტებს უკავშირდება.