Lasar's Group-ის უკრაინელმა ჯარისკაცებმა ორ ღამეში რუსეთის 171 საარტილერიო დანადგარი გაანადგურეს

Lasar's Group-ის უკრაინელმა ჯარისკაცებმა ორ ღამეში რუსეთის 171 საარტილერიო დანადგარი გაანადგურეს

Lasar's Group-ის უკრაინელმა ჯარისკაცებმა ორ ღამეში რუსეთის 171 საარტილერიო დანადგარი გაანადგურეს.

ივნისში გამართული სპეციალური ოპერაცია „არტ-აშანის“ შედეგების შესახებ ინფორმაციას Lasar's Group სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ორი ღამის განმავლობაში Lasar-ის დამრტყმელმა ჯგუფებმა 800 დრონი გამოიყენეს. შედეგად, დარტყმა განხორციელდა მტრის 231 საარტილერიო დანადგარზე, რომელთაგან 171 განადგურდა.

ეს 10-დან 14-მდე საარტილერიო ბატალიონის, ანუ დაახლოებით სამი ბრიგადის ეკვივალენტურია. ოპერაცია რამდენიმე ეტაპად მომზადდა. მეზობელი ქვედანაყოფების თანამებრძოლებთან თანამშრომლობით, ჩვენმა ანალიტიკოსებმა დიდი მოცულობის სადაზვერვო მონაცემები შეაგროვეს მტრის არტილერიის განლაგების ადგილების შესახებ“ - წერს Lasar's Group.