"ქვეყანა უნდა დავასვენოთ კოლექტიური ნაცმოძრაობისგან და ზუსტად ამას ემსახურება სარჩელი" - კობახიძე
"ქვეყანა უნდა დავასვენოთ კოლექტიური ნაცმოძრაობისგან და ზუსტად ამას ემსახურება სარჩელი, რომელიც გვაქვს მომზადებული, რომ არ ყოფილიყო ეს რადიკალიზმი, რევოლუციის 5 მცდელობა, ეკონომიკაც უფრო მეტად წაიწევდა წინ და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობაც კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდებოდა..." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ TV იმედის ეთერში პარტიების აკრძალვის შესახებ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით.