"ხელმოწერის დრო და ადგილი მალე გამოცხადდება“
„იქიდან გამომდინარე, რომ ისლამურ რესპუბლიკასთან გამართული დისკუსიები ირანის ხელმძღვანელობის უმაღლეს დონეზე იქნა აყვანილი და დამტკიცებული, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, ირანის წინააღმდეგ ამ საღამოს დაგეგმილი დარტყმები და დაბომბვები გავაუქმე. დისკუსიები და საბოლოო პუნქტები, როგორც კონცეფციის დონეზე, ისე დეტალურად, დამტკიცებულია ყველა ჩართული მხარის მიერ, მათ შორის შეერთებული შტატების, ისრაელის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, თურქეთის, პაკისტანის, ბაჰრეინის, ქუვეითის, იორდანიის, ეგვიპტისა და სხვების მიერ.
საზღვაო ბლოკადა სრულად და ძალაში დარჩება მანამ, სანამ ეს გარიგება არ დასრულდება - ხელმოწერის დრო და ადგილი მალე გამოცხადდება“ - წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.