"ხედავთ საქართველოში რა ხდება, როდესაც რუსეთი იმარჯვებს"

"ხედავთ საქართველოში რა ხდება, როდესაც რუსეთი იმარჯვებს"

"ჩვენს კონტინენტზე დემოკრატიის დამცავი ბადე უნდა გავშალოთ. გაფართოება გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ გაფართოება. ხედავთ საქართველოში რა ხდება, როდესაც რუსეთი იმარჯვებს. ავტოკრატიული სისტემა თრგუნავს დემოკრატიულ გამოხატვას. მათ ახლახან მიიღეს ახალი კანონი, რომელიც თავს ესხმის ქვეყნის დემოკრატიულ და სამოქალაქო სივრცეს და კიდევ უფრო აშორებს საქართველოს ევროპული მომავლისგან, რომელიც მისი მოსახლეობის უმრავლესობას სურს.

ისინი ატყუებენ საკუთარ ხალხს, რომ მათ ქვეყანა ევროკავშირში შეჰყავთ და რომ ევროკავშირია ის, ვინც მათ უნდა მოერგოს. მივმართავ ჩვენს ქართველ მეგობრებს, ქართველი ხალხის უმრავლესობას, რომლებიც აფასებენ დემოკრატიას და თავისუფლებას, ჩვენ არ გტოვებთ" - ევროკომისარ მარტა კოსი.