„ხალხისთვის ეკონომიკა არა, მაგრამ საგარეო ვალი ნამდვილად იზრდება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში 183 მილიონი დოლარით გაღარიბდა საქართველო"
„ხალხისთვის ეკონომიკა არა, მაგრამ საგარეო ვალი ნამდვილად იზრდება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში 183 მილიონი დოლარით გაღარიბდა საქართველო, ოცნების ხელში.
ქვეყნის საგარეო ვალმა, ჯამში 9.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ცვლილებების გარეშე შეუძლებელია კეთილდღეობის უზრუნველყოფა ჩვენი მოქალაქეებისთვის“ - წერს ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი, გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შესახებ, რომლის მიხედვითაც, 2026 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 9.215 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც 2%-ით (183 მლნ დოლარი) მეტია 2025 წლის იმავე პერიოდთან შედარებით.
გასული წლის 30 აპრილის მდგომარეობით კი, ქვეყნის საგარეო ვალი 9.032 მლრდ დოლარს აღემატებოდა.