"ქართველი ხალხი ევროპულ ოცნებასთანაა დაკავშირებული"

"ქართველი ხალხი ევროპულ ოცნებასთანაა დაკავშირებული"

„უკვე ბევრჯერ მითქვამს და იგივე გზავნილი გადავეცი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსაც - ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხი ევროპულ ოცნებასთანაა დაკავშირებული. ჩვენ დიალოგის განახლების აუცილებლობის შესახებ განვაცხადეთ. თუმცა, ამისთვის რეფორმების გატარებაა საჭირო. ოპოზიციის დაკავებული ლიდერები ნამდვილი მართლმსაჯულების სისტემის წინაშე უნდა წარდგნენ და მართლმსაჯულების სისტემის დემოკრატიულ პროცესებში ჩარევის ინსტრუმენტად გამოყენება არ უნდა ხდებოდეს.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ უსაფრთხოების შესახებ. ეს ჩვენი საუბრისას ჩემი კოლეგის მთავარი პერსპექტივა იყო და ასევე, ის ფაქტი, რომ დაკავშირებადობა, ღია დიალოგი და ჩვენი უნარი, შევქმნათ პრორუსული გავლენის პროევროპული ალტერნატივა, წინსვლის გზას წარმოადგენს" - რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოანა-სილვია ცოიუ.