
"ქართული კოშმარის" არაღიარების აქტს კიდევ ერთი თანაინიციატორი დაემატა
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში "ქართული კოშმარის" არაღიარების აქტს კიდევ ერთი თანაინიციატორი დაემატა.
დღეს, კანონპროექტის კიდევ ერთი თანაინიციატორი იუჯინ ვინდმანი გახდა.
ჯამში, აქტს, რომელიც ქართული ოცნების მთავრობის აღიარებას კრძალავს, 9 თანაინიციატორი ჰყავს. ესენი არიან:
რესპუბლიკელი ჯო უილსონი;
დემოკრატი სტივ კოენი;
რესპუბლიკელი მაიკლ ტერნერი;
დემოკრატი ლოიდ დოჯეტი;
რესპუბლიკელი მაიკლ ლოულერი;
დემოკრატი ემანუელ კლივერი;
დემოკრატი ჯიმ პანეტა;
დემოკრატი თომას სუოცი;
იუჯინ ვინდმანი.